Consultant Pediatric Neuroradiologist, Radiology, Great Ormond Street Hospital for Children, London (გაერთიანებული სამეფო)
დამტკიცებულია Diagnose.me სამედიცინო მრჩეველთა საბჭოს მიერ 09.07.2017
განსაკუთრებული ინტერესი მაქვს შიდა ყურის მალფორმაციებისა და პედიატრიული თავისა და კისრის პათოლოგიების მიმართ. გამოცდილება შემდეგ ქვეყნებში: ბელგია, კანადა, იტალია და დიდი ბრიტანეთი.
ვარ ბავშვთა ნეირორადიოლოგი ლონდონის ბავშვთა დიდი ორმონდის ქუჩის საავადმყოფოში. ეს გახლავთ უდიდესი პედიატრიული საავადმყოფო დიდ ბრიტანეთში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში. ეს არის კომპლექსური პედიატრიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საუკეთესო ცენტრი ნეირომეცნიერების დიდი განყოფილებით. ასევე ვარ კონსულტანტი ნეირორადიოლოგი „Guy's and St Thomas' NHS Foundation Trust“-ში (ლონდონი).
2015 წელს გახლდით პედიატრიული ნეირორადიოლოგიის მიმართულებით სტიპენდიატი „სნეულ ბავშვთა საავადმყოფოში“ (ტორონტო, კანადა). 2012 წელს ლუვენის (ბელგია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გავიღრმავე ცოდნა მოწინავე მაგნიტურ-რეზონანსული (MR) ტექნიკის შესახებ.
ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო კლინიცისტებს რთული ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული შემთხვევების მართვაში, რაც თავის ტვინის, ხერხემლის, თავისა და კისრის, ასევე, შიდა ყურების დაავადებების მაქსიმალურად ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს მოხსენებებს ტვინისა და ხერხემლის კომპლექსური CT და MRI პედიატრიული სკანოგრამების შესახებ, მათ შორის, საეჭვო, არაშემთხვევით დაზიანებების თაობაზე; ასევე, სტრატეგიულ მულტიდისციპლინურ შეხვედრებში მონაწილეობას ბავშვზე საეჭვო ძალადობის შემთხვევაში.
ჩემი ძირითადი კვლევითი ინტერესებია: ბავშვთა ტვინის სიმსივნეები, პედიატრიული ეპილეფსია, შიდა ყურის მალფორმაციები და პედიატრიული თავისა და კისრის პათოლოგიები.
ვარ ევროპის ნეირორადიოლოგიის საზოგადოების წევრი, „ნეირორადიოლოგიის“ (ევროპის ნეირორადიოლოგიის საზოგადოების ოფიციალური ჟურნალი) და ჟურნალის „ბავშვთა ნერვული სისტემა“ (ევროპის პედიატრიული ნეიროქირურგიის საზოგადოების ჟურნალი) სარედაქციო საბჭოს წევრი. თანაავტორი ვარ 62 სამეცნიერო რეცენზირებული ნაშრომისა (ყველა ნეირორადიოლოგიის დარგში) საერთაშორისო რადიოლოგიურ ჟურნალებში და რედაქტირებული მაქვს 4 წიგნის თავი.
The doctor was very dedicated, handled the case with seriousness, and the response was quick and very helpful.
Thank you very much!!!
I have finally received an answer that helps me understand what I can do next!
(I have asked and searched for answers before… and found nothing until I reached you.)
Thank you, may God bless you!
I recently had the opportunity to consult with Dr. Felice D'Arco regarding an MRI report for my child. The report was completed well ahead of the deadline and was detailed, clear, and thorough. It was written in a way that was easy to understand, even for someone without a medical background. This level of attention to communication made a potentially stressful situation much more manageable. I highly recommend Dr. Felice D'Arco to anyone seeking expert and professional medical evaluations.
English, Deutsch, Italiano, პლუს 22 ენა სამედიცინო თარგმანით