კლინიკური მიმართულება

ერთ-ერთი წამყვანი ევროპელი პედიატრი, განსაკუთრებული ინტერესით პრევენციული მედიცინისა და ბავშვთა მენტალური განვითარების სფეროში.

ჩემ შესახებ

ვარ ერთ-ერთი წამყვანი პედიატრი ევროპაში, ვფოკუსირდება ბავშვთა პრევენციულ პროგრამებსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. პედიატრიის ავტორიტეტულ სპეციალისტად ვითვლები ხორვატიაში ხანგრძლივი გამოცდილებით და აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობით. ვარ პოპულარული წიგნის — „პირველი წლები: რატომ არის ეს პერიოდი ასეთი მნიშვნელოვანი?“ — ავტორი, რომელიც უკვე მეცხრე გამოცემას ითვლის, ასევე ოთხი სახელმძღვანელოსა და 80 სამეცნიერო თუ პროფესიული სტატიის ავტორი.

თითქმის 15 წელია ვასწავლი ზაგრების უნივერსიტეტში მედიცინის, ფსიქოლოგიის, სამართლისა და განათლების ფაკულტეტებზე. პარალელურად, 1997 წლიდან ვმუშაობ საკუთარ კერძო კლინიკაში ზაგრებში. მანამდე ვხელმძღვანელობდი ქალაქ ზაგრების მედიცინის ცენტრის „ტრეშნევკას“ პედიატრიულ დეპარტამენტს, რომელიც 150,000-ზე მეტ მოსახლეს ემსახურება.

ჩემი სამედიცინო განათლება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: პედიატრია, ონკოლოგია, ციტოლოგია, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით გადამზადება (Balint Education, Family Center – სკანდინავიური კემპლერის ინსტიტუტი).ერთ-ერთი მთავარი პროფესიული ინტერესია პრევენციული მედიცინა. 2008 წელს ჩამოვაყალიბე ბავშვთა ვაქცინაციის ეროვნული გაიდლაინი ხორვატიაში.

1993 წლიდან ვმონაწილეობ პროგრამებში, რომლებიც ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევენ დევნილებს ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ვთანამშრომლობდი ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNHCR, Save the Children Sweden და ფრანგული ჰუმანიტარული ორგანიზაცია Partage. ვხელმძღვანელობდი არაერთ სპეციალიზებულ პროგრამას დედებისა და ჩვილების დახმარების მიზნით. 2004 წელს დავიცავი დისერტაცია ომის გავლენის შესახებ ჩვილების ზრდასა და განვითარებაზე. განსაკუთრებული ინტერესით ვმუშაობ მიგრანტ და მშობლებთან და ბავშვებთან, ასევე ჩართული ვარ ობოლი ბავშვების ფსიქოსოციალურ მხარდაჭერის პროგრამებში.2006 წლიდან ვარ UNICEF-ის მოწვეული ექსპერტი ბავშვების ადრეული განვითარების საკითხებში.ვარ ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებების აქტიური წევრი. ორგანიზებული მაქვს ექვსი საერთაშორისო კონფერენცია, მიღებული მაქვს არაერთი პროფესიული ჯილდო და არაერთხელ გამოვსულვარ საერთაშორისო ღონისძიებებზე მოწვეული სპიკერის სტატუსით.

განსახილველი სამედიცინო მონაცემები

სამედიცინო ისტორია

გამოცდილება და ტრენინგი

თებერვალი 2023 - დღემდე

Paediatrician, Medical Consultant, Child Policlinic Salvea, ზაგრები (ხორვატია)

აპრილი 2017 - მაისი 2023

Associate Professor, Zagreb Medical School, ზაგრები (ხორვატია)

იანვარი 1997 - იანვარი 2022

Paediatrician, Medical Consultant at Child Policlinic Salvea, ზაგრები, Croatia, Paediatric Office Dr. Milivoj Jovancevic, ზაგრები (ხორვატია)

იანვარი 2004 - იანვარი 2004

Title Primarius, Ministry of Health, ზაგრები(ხორვატია)

იანვარი 1993 - იანვარი 1996

Paediatrician, Paediatric Department, Medical Health Care Center Tresnjevka, ზაგრები (ხორვატია)

იანვარი 1986 - დეკემბერი 1990

Residency in Paediatrics, Paediatric Department, University Hospital Rebro, ზაგრები (ხორვატია)

იანვარი 1981 - დეკემბერი 1986

General Practitioner, Department for Labor and Sports Medicine, Medical Health Care Center Tresnjevka, ზაგრები (ხორვატია)

ლიცენზიები და წევრობა

წევრობა

  • President of the Croatian Society for Preventive and Social Paediatrics (2004-2008)
  • Head of the Primary Health Care Committee (2002 – 2005)
  • European Society for Social Paediatrics and Child Health (leader of the group for development of paediatric practice, member of an Executive Board)
  • World Psychiatric Association
  • Program Coordinator within the Croatian Psychiatric Association
  • Member of a Committee for Primary Health Care Reform within the Ministry of Health
  • Member of a Primary Healthcare Section within the Croatian Medical Chamber (2004-2008)
  • Brighton Collaboration Group setting standards for management and evaluation of pain following vaccination
  • Global Expert Group on Respiratory Viruses